საგარეო უწყება ინფორმაციას, თითქოს საელჩოებში გასამგზავრებელი ბილეთების მსურველთა სიის აღრიცხვა მიმდინარეობს, უარყოფს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საელჩოებში მიმდინარეობს გასამგზავრებელი ბილეთების მსურველთა სიის აღრიცხვა უარყოფს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

"როგორც არაერთხელ განვაცხადეთ პრემიერ- მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილ რეისებზე, რომელიც განსაზღვრულია 10 აპრილის ჩათვლით უნდა გაიმართოს ევროპის მიმართულებით, ბილეთები გაიყიდება ავიაკომპანიის ვებგვერდზე.

რაც შეეხება საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების მიმდინარე აღრიცხვას, აღნიშნული აღრიცხვა მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენ დავადგინოთ კონკრეტულ ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა და ასევე საქართველოში გამომგზავრების მსურველი თანამემამულეების რაოდენობა, იმისათვის რომ განვსაზღვროთ შემდგომი რეისების საჭიროება," - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს