ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია.

კახა იშხნელის განცხადებით, ბავშვის გამოჯანმრთელებამდე, დედა ექიმების მონიტორინგის ქვეშ იქნება.

„ამ ქალბატონზე მონიტორინგი ხორციელდება და დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს, ასევე ვაკვირდებით მის კლინიკურ მდგომარეობას. ამ ბავშვის გამოჯანმრთელებამდე ქალბატონი მონიტორინგის ქვეშ იქნება“,-აცხადებს იშხნელი.

ამასთან, როგორც კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, ჩატარებული ტესტით არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ორი პაციენტი კლინიკიდან გაეწერა.

„ყველა ის ტესტი, რომელიც ჩვენთან მყოფ პაციენტებზე დაიდგა, უარყოფითი აღმოჩნდა. ორი პაციენტი უკვე გავწერეთ, კიდევ ველოდები შევსებას.

სტაბილურია ორი წლის ბავშვის მდგომარეობა. დანიშნულების მიხედვით, მკურნალობა გრძელდება“, - აცხადებს იშხნელი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა