ლევან რატიანი - რეანიმაციაში რჩება კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი, მათი მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის მათ კლინიკაში 57 პაციენტია, მათ შორის 13-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, 2 პაციენტი რეანიმაციაში რჩება და მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

“საერთო ჯამში ჩვენს კლინიკაში არის 57 პაციენტი, 13 იდენტიფიცირებული შემთხვევა, დანარჩენების პასუხებს ველოდებით. რეანიმაციაში რჩება ორი პაციენტი, მათი მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ვიტალური ფუნქციები ამ დროისთვის შენარჩუნებულია”,- განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-ია, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო