საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის ეპისკოპოსმა ზაზა ვაშაყმაძეს საჩუქრად 400 ცალი სამედიცინო პირბადე გადასცა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის ეპისკოპოსმა, გია კანდელაკმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს, საჩუქრად 400 ცალი სამედიცინო პირბადე გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ზაზა ვაშაყმაძემ ეპისკოპოს გია კანდელაკს მადლობა გადაუხადა სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის.

სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია სამედიცინო პირბადეებს საჭიროებისამებრ გადაანაწილებს.

„კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ინფექციასთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალთან ერთად, ჩართულნი არიან საქართველოს შეიარაღებული ძალები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო