ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალთან პათოლოგიური მდგომარეობა არ ვლინდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსის ინფექციით მოთავსებულ ორსულ ქალთან მიმართებით კლინიკური პათოლოგია არ ვლინდება.

„ორსული გოგონა არის ვირუსით ინფიცირებული. ეს არ ნიშნავს, რომ არის დაავადებული. ვინაიდან, კლინიკური სიმპტომატიკა, ამ ეტაპისთვის, პათოლოგიურ მდგომარეობა არ ვლინდება. ვინაიდან, არ ვიცით ამ ვირუსის ბიოლოგიური სტრატეგია, ვაკვირდებით განყოფილებაში ინფექციონისტთან და მეანგინეკოლოგთან ერთად“, - განაცხადა რატიანმა.

მისივე ინფორმაციით, მათ კლინიკაში ამ დროისთვის ჯამში 57 პაციენტია მოთავსებული , 13 იდენტიფიცირებული შემთხვევაა, დანარჩენებთან მიმართებით კი პასუხებს ელოდებიან.

ცნობისთვის, ფეხმძიმე ქალს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ის კლინიკაში ბოლნისიდან გადაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა