ანა საბახტარიშვილი - მშენებლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მუშაობა გრძელდება წვიმაშიც, თოვლშიც და ვირუსის დროსაც

მშენებლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენ ვაშენებთ წვიმაშიც, თოვლშიც და ვირუსის დროსაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა განაცხადა, რომელიც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილისა და სამშენებლო ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილეობდა.

როგორც საბახტარიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი იყო სხვადასხვა პრობლემაზე, მათ შორის ვალუტის გაცვლითი კურსიდან გამომდინარე სამშენებლო მასალებზე ფასის შესაძლო ზრდაზე.

„ამ მიმართულებით მივიღეთ დაპირება, რომ ძალიან მალე გამოიცემა მთავრობის დადგენილება, რომლითაც რისკების გადაზღვევას სახელმწიფო ნაწილობრივ მოახდენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მედიაში ჩვენ გავავრცელეთ სლოგანი - დარჩი სახლში, ჩვენ ვაშენებთ თქვენთვის, რასაც ვასრულებთ და როგორც საგზაო, ასევე სხვა სახის პროექტებზე კომპანიები არც ერთი წუთით არ წყვეტენ მუშაობას“, - აღნიშნა ანა საბახტარიშვილმა, რომლის კომენტარს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს