მარინა ეზუგბაია -  4 მძიმე პაციენტი გვყავს და ერთი ასაკოვანი ქალბატონი განსაკუთრებით მძიმედაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 4 - ის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, განსაკუთრებით მძიმედაა ასაკოვანი ქალბატონი, რომლის მდგომარეობის სტაბილიზირებაც ვერ ხერხდება და მუდმივი პროგრესირება აღენიშნება.

„ჩვენ ამ ეტაპზე 4 მძიმე პაციენტი გვყავს და ერთი ასაკოვანი ქალბატონი განსაკუთრებით მძიმედაა. ჯერჯერობით მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ მივიღეთ და გარკვეულწილად მუდმივად პროგრესირება გვაქვს. დანარჩენი 3 პაციენტის მდგომარეობა დღეს დღის განმავლობაში არ გაუარესებულა, მაგრამ ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაავადებამ პროგრესირება განიცადოს. ვიმედოვნებ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-ია. კარანტინის რეჟიმშია 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257 პირი. კორონავირუსით ინფიცირებული 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს