ირაკლი ხახუბია - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ჩაირიცხოს 100 000 ლარი, ასევე ჩემს სამაჟორიტარო ოლქში- ფოთში გადაირიცხება 50 000 ლარი

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ჩაირიცხოს 100 000 ლარი,- ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა და კომპანია „აისბერგ 2“-ის ერთ - ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი ხახუბიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, მის სამაჟორიტარო ოლქში- ფოთში გადაირიცხება 50 000 ლარი.

ამასთანავე მან ყველა ბიზნეს კომპანიას, ვისაც შესაბამისი რესურსი აქვს მოუწოდა, ჩაერთოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მინდა მოგმართოთ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა და კომპანია „აისბერგ 2“-ის ერთ - ერთმა დამფუძნებელმა და გაცნობოთ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ. მოგეხსენებათ, როგორც მთელი მსოფლიო, ასევე, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული. პანდემიას, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციები ეფექტიანად უმკლავდებიან. იმ პრევენციულმა ღონისძიებებმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა, მაქსიმალურად შეანელა ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპები. დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო სულისკვეთება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენმა კომპანიამ დაფუძნების დღიდან, ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა არა ერთ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტს. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კომპანიამ დააფინანსა, სამოქალაქო ჯგუფებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ჩაირიცხოს 100 000 ლარი, ასევე ჩემს სამაჟორიტარო ოლქში- ფოთში გადაირიცხება 50 000 ლარი“,- განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა