StopCoV  ფონდში 15 მილიონ 500 ათასი ლარია  მობილიზებული

27 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში 15 მლნ 500 ათასი ლარი შეგროვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

"ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა. მათ შორის: სილქნეტი, 1 მლნ ლარი ; კომპანია „ფერი“, 300 ათასი ლარი; სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 300 ათასი ლარი; საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი 300 ათასი ლარი; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 300 ათასი ლარი; დარიალი ენერჯი 200 ათასი ლარი; ვითიბი ბანკი 200 ათასი ლარი; ბოლერო ედნ კომფანი 100 ათასი ლარი; მსოფლიო საოჯახო კონგრესი ლევან ვასაძე 100 ათასი ლარი; შავი ზღვის ტერმინალი, 100 ათასი ლარი; ჭიათურ მანგანუმ ჯორჯია 100 ათასი ლარი; ჯინო ჰოლდინგი 150 ათასი ლარი; რეალთი ავლაბარი 50 ათასი ლარი; სოლარი 50 ათასი ლარი; თბილღვინო 50 ათასი ლარი; სუპერმარკეტების ქსელი „უნივერსამი“ 50 ათასი ლარი; მოდუსი 50 ათასი ლარი; DAR BUILDING 50 ათასი ლარი; საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი 50 ათასი ლარი; ავეჯის კომპანია „ტაო“ 30 ათასი ლარი; ნიუროუდი 30 ათასი ლარი; Prime Marine 30 ათასი ლარი; ჯი თი ემ გრუპი 20 ათასი ლარი; ელიტელეკტრონიქსი 20 ათასი ლარი; საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 20 ათასი ლარი; ​ლილო-მოლი 20 ათასი ლარი; სინენსის 20 ათასი ლარი; კომპანია „ტკბილი ქვეყანა“ 20 ათასი ლარი; აქვა-ტერრა 20 ათასი ლარი; საკონდიტრო მადარტი 15 ათასი ლარი; ვი თი ჯგუფი 15 ათასი ლარი; აზერბაიჯანის რკინიგზის საქართველოს ფილიალი 10 ათასი ლარი; როუდკონსტრაქშენი 10 ათასი ლარი; ევროკომ ინვესტმენტ ჯორჯია 10 ათასი ლარი; შპს „იდეა მელიქიშვილი“ 10 ათასი ლარი; შპს „ენჯი და კომპანია“ 10 ათასი ლარი; მედიკალ საპორტ ენდ ტექნოლოჯი 10 ათასი ლარი; კომპანია ბორანი 10 ათასი ლარი, ლუტეცია 10 ათასი ლარი; შპს „ნილ“ 10 ათასი ლარი; მაგისტილი 10 ათასი ლარი; ნიუქონსტრაქშენი 5 ათასი ლარი; სპექტრი 5 ათასი ლარი; კოლხური სახლი 2 ათას 500 ლარი; სოფთლაინ საქართველო ათას 500 ლარი; დრიმლენდი ათასი ლარი; მედიკო ბიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ცენტრი - ალექსისი ათასი ლარი; გიმედი ათასი ლარი.

ჩარიცხვა შეუძლია ყველას https://stopcov.ge/ka/Fund ; მადლობა ერთიანობისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს