კორონავირუსი კიდევ ერთ კონგრესმენს დაუდასტურდა

დემოკრატ კონგრესმენს ჯო კანინგემს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონგრესმენი 19 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც კონტაქტში იყო ერთ-ერთ კონგრესმენთან, რომელსაც ასევე ვირუსი დაუდასტურდა.

"მიუხედავად იმისა, რომ თავს მშვენივრად ვგრძნობ, 17 მარტიდან არ მქონდა ყნოსვის და გემოს შეგრძნება. როგორც გავიგე, ეს არის სიმპტომი კოვიდ 19-ის. კომუნიკაცია მქონდა ექიმთან და მას შემდეგ ვარ თვითიზოლაციაში",-აცხადებს ის.

ცნობისთვის, კორონავირუსით რამდენიმე კონგრესმენია დაინფიცირებული. კანინგემს არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს