ბათუმის ქუჩების დეზინფექციის სამუშოები დაიწყო

ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო.როგორც, ,,ინტერპრესნიუსს'' ბათუმის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით დამუშავდა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

სადეზინფექციო სამუშაოები ბათუმის მერიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განახორციელა.

მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან ერთად გაეცნო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა