მარინა ეზუგბაიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული ახალი პაციენტის დაინფიცირება მოგზაურობას არ უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას წინასწარი ინფორმაციით, მათ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით დაავადებული ახალი პაციენტის დაინფიცირება მოგზაურობას არ უკავშირდება. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალ პაციენტს სამსახურებრივად უცხოელებთან ჰქონდა შეხება.

“ეს პაციენტი დადასტურდა გუშინ და კვლევის პროცესშია, ალბათ ხვალ ან ზეგ მოგახსენებთ დეტალურად. მოგზაურობა არ არის, როგორც ჩემთვის ცნობილია, სამსახურებრივად აქვს ურთიერთობა უცხოელებთან, მაგრამ არასწორი ინფორმაცია რომ არ მოგაწოდოთ, ვცდილობ არ გითხრათ არაფერი, არ დავაკონკრეტო, რადგან ჩემთვის ეს მაინც უცნობია. წყარო კვლევაშია და ამ წყაროს აუცილებლად მოგახსენებთ. ქალბატონი ავადმყოფობის გამო ბინაზე იმყოფებოდა და თუ ამას ჩავთვლით თვითიზოლაციად, კი ბატონო. ავად იყო რამდენიმე ხანი, ამიტომ ის საკუთარ სახლში იყო თვითიზოლაციაში”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა