მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თქმით, მათთან განმეორებითი კვლევები იწყება და იმედოვნებს, რომ ისინიც მალე გამოჯანმრთელდებიან.

„არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გაუარესება არ შეინიშნება, პირიქით, განმეორებითი კვლევები იწყება და ალბათ, მათთანც დადგება გამოჯანმრთელება და ისინიც დატოვებენ ჩვენს ცენტრს. ამის იმედი გვაქვს.“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, ბოლო 10 დღეა ასაკობრივი სპექტრი შეიცვალა და თუ თავიდან, დაავადების დასაწყის პერიოდში ახალგაზრდა და საშუალო ასაკი ჭარბობდა, ახლა ასაკოვანი ხალხი ჭარბობს.

„თქვენ სულ გაინტერესებთ ხოლმე ასაკობრივი სპექტრი. მე ზოგადად შემიძლია გითხრათ ასეთი რამ. დაავადების დასაწყის პერიოდში, როცა დაიწყო კოვიდის გამოვლენებები მეტნაკლებად ახალგაზრდა და საშუალო ასაკი ჭარბობდა. ახლა, ბოლო 10 დღეა, ასაკობრივი სპექტრი შეიცვალა. ანუ, 60 წელს გადაცილებული უკვე შვიდი პაციენტია 86 პაციენტში. 70-ს გადაცილებული სამია და 80-ს გადაცილებული - ორი. ამ ასაკს რატომ ვაქცევთ ასეთ ყურადღებას? იმიტომ, რომ ასაკი გარკვეულწილად მაღალი რისკის შემცველია და ასეთ პაციენტებთან დაავადების მიმდინარეობის პროგნოზი და გამოსავალი რთულია და ამაზე ლაპარაკი ასეთი მარტივი არ არის. აუცილებლად მოითხოვს დინამიურ მეთვალყურეობას და მხოლოდ და მხოლოდ ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ გამოსავალზე საუბარს“,-აღნიშნა ეზუგბაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს