ლევან დავითაშვილი - ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგები საკმარისია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „ჯეომილის“ წისქვილკომბინატში იმყოფებოდნენ და არსებულ მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.

„ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგებიც საკმარისია. ჩვენს მიერ შემუშავებული „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, წისქვილკომბინატებს საშუალება ეძლევათ მეტი მარაგები შექმნან და ფქვილზე სტაბილური ფასი შეინარჩუნონ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ყველა მსხვილ წისქვილკომბინატში ფქვილის წარმოების და ფასის მონიტორინგი.

როგორც შპს „ჯეომილის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესიკ ბეჟაშვილმა აღნიშნა, არსებული მარაგები და საწარმოს სიმძლავრე კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის მიწოდება შეუფერხებლად განახორციელოს.

„წისქვილკომბინატის წარმადობა დღეში 500 ტონას შეადგენს და წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, მთელ ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. წისქვილკომბინატი აღჭურვილია შვეიცარიულ-გერმანული წარმოების მანქანა-დანადგარებით. საწარმოში ერთდროულად 35 000 ტონა ხორბლის შენახვაა შესაძლებელი. ხორბლისა და ფქვილის კონტროლი ევროპული დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიაში ხდება. შპს „ჯეომილი” ფლობს ISO 9001 და ISO 22000 სერტიფიკატებს. კომპანიაში 100 ადამიანია დასაქმებული“,-აცხადებს ბეჟაშვილი.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს