ლევან რატიანი - სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

„რაც შეეხება სამ ახალშობილს, სამივესთან მოვიდა უარყოფითი ტესტი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არცერთი მათგანი არ იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე და მკურნალობა მიდის სტანდარტის მიხედვით,“ - აღნიშნა რატიანმა.

რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტიდან სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. მისი თქმით, 14 დღის გასვლის შემდეგ მათ ტესტირება ჩაუტარდებათ და ორჯერ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გაეწერებიან საავადმყოფოდან. ამასთან, რატიანის ინფორმაციით, 14 ინფიცირებული პაციენტიდან ორი ამ დრომდე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება. მისი განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.„ჩვენთან მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი. ამ 14 პაციენტიდან ორი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს.დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ინფექციონისტებისა და რეანიმატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია როგორც კლინიკური, ისე პარაკლინიკური კვლევებით. ამიტომ ველოდებით, რომ 14 დღე გავიდეს, რათა ავიღოთ განმეორებითი ნაცხები. თუ ბიოლოგიურ ნაცხში ორჯერ არ აღმოჩნდება, უახლოეს დღეებში ასეთი პაციენტები დატოვებენ კლინიკას და გადავლენ თვითიზოლაციაში.დანარჩენ პაციენტებთან ყველასთან დასტურდება პნევმონიის სურათი. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ ყოფილა,“ - განაცხადა რატიანმა.

იხილეთ ვიდეო: ლევან რატიანი - სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო