ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მისივე თქმით, ასევე სტაბილურია იმ ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი.

„გუშინ ჩატარებული კვლევების შედეგად საბედნიეროდ მხოლოდ და მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა მოვიდა, დანარჩენი კი - უარყოფითი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ეს პაციენტები, რომლებიც აქ არიან სამი ათეული დღეა, დატოვებენ კლინიკას და გადავლენ საკარანტინო ზონაში. ახლგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი, ამ ეტაპზე სტაბილურია და იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.

რაც შეეხებ ორსულის მდგომარეობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ ეტაპზე სტაბილურია. კლინიკური გამოვლინებები არ დგინდება. მიმდინარეობს მონიტორინგი, რომ არცერთი სიმპტომი არ გამოგვრჩეს“,-განაცხადა ლევან რატიანმა.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო