ემანუელ მაკრონი - თუ ჩვენ სოლიდარობას ვერ გამოვხატავთ, იტალია და ესპანეთი გვეტყვიან, სად იყავით, როცა ფრონტის ხაზზე ვიდექით? არ მინდა ასეთი ეგოისტი ევროპა

საფრანგეთი იტალიის გვერდით დგას, -ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა იტალიურ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა. „ბევრს საუბრობენ ჩინეთის და რუსეთის დახმარებაზე, იმას რატომ არ ამბობენ, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ იტალიას 2 მილიონი ნიღაბი და ათობით ათასი ხალათი გაუგზავნა? ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ეს დასაწყისია და ჩვენ არ უნდა მოვიწამლოთ იმით, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეტოქეები ამბობენ“,-აღნიშნა მაკრონმა.

მისივე თქმით, ახლა, მეტი სოლიდარობაა საჭირო, რომ კონტინენტი და მსოფლიო ვირუსს გაუმკლავდეს. „ევროპამ თავი ამაყად და ძლიერად უნდა იგრძნოს, იმიტომ რომ ეს ასეცაა. თუ ჩვენ ჩვენს სოლიდარობას ვერ გამოვხატავთ ახლა, იტალია, ესპანეთი გვეტყვიან: სად იყავით მაშინ, როცა ჩვენ ფრონტის ხაზზე ვიდექით? მე არ მინდა ასეთი ეგოისტი და დაყოფილი ევროპა“,-აღნიშნა მაკრონმა.

იხილეთ ვიდეო: ემანუელ მაკრონი - თუ ჩვენ სოლიდარობას ვერ გამოვხატავთ, იტალია და ესპანეთი გვეტყვიან, სად იყავით, როცა ფრონტის ხაზზე ვიდექით?

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა