რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - მარნეულიდან გადმოყვანილი 80 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი 80 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია და ასევე სეფსისი აქვს, გაუმჯობესდა. როგორც ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მათ კლინიკაში ამჟამად 84 პაციენტია მოთავსებული.

„დღისათვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 84 პაციენტი, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შორის, შედარებით გაუმჯობესდა იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მარნეულიდან იყო გადმოყვანილი ორმხრივი პნევმონიითა და სეპტიური შოკით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, განსაზღვრული პარამეტრები გაუმჯობესდა კიდეც.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს, ჩვენთან გუშინ გაკეთდა 13 ტესტი, 13-ვე ნეგატიური პასუხი მოვიდა, დღეს კიდევ 7-ს გავტესტავთ. რამდენიმე პაციენტს საკარანტინო ვადა გაუვიდა, რამდენიმე კარატინში გადაგვყავს, იმიტომ მათი კლინიკური ნიშნები ამის საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა გოფოძემ.

იხილეთ ვიდეო: რესპუბლიკურ საავადმყოფოში მარნეულიდან გადმოყვანილი 80 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა