ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რუხის საავადმყოფო 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით აღიჭურვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რუხის საავადმყოფო 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით აღიჭურვა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს საავადმყოფოს დათვალიერების შემდეგ განუცხადა, აღჭურვა გაგრძელდება და საავადმყოფო საბოლოო ჯამში 200-მდე პაციენტის მიღებას შეძლებს.

„დღეს რუხის საავადმყოფოში უკვე ჩამოვიტანეთ და აღვჭურვეთ 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით. შევხვდით ექიმებს და „სტაფის“ იმ ნაწილს, რომელიც აქ დასაქმდება. გამოიკვეთა საკმაოდ ბევრი პრობლემატიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მოგვიწევს ბევრი მუშაობა „სტაფის“ მოგროვებაზე. ადგილზე იქნება სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც თვალ-ყურს მიადევნებს ყველა იმ ფაქტორს, რომ პროცესი იყოს ყველანაირი ხარვეზის გარეშე. აღჭურვა გაგრძელდება და საბოლოო ჯამში ჩვენ გვექნება საშუალება, მივიღოთ 200-მდე პაციენტი, რომელიც როგორც მართვით სუნთქვაზე იქნება ნამართი, ასევე იქნება მოთავსებული ბოქსირებულ პალატაში და მიიღებენ ყველა სახის მომსახურებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს