ეკატერინე ტიკარაძე - რუხის საავადმყოფოში უახლოეს მომავალში შესაძლებლობა გვექნება 200-მდე პაციენტს სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის მრავალპროფილური კლინიკა დაათვალიერეს. კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულების აპარატურით და საწოლებით აღჭურვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. კლინიკას 11 ხელოვნური სუნთქვის აპარატი უკვე გადაეცა. აღნიშნული აპარატი მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ.

“დღეს რუხის საავადმყოფოში ჩვენ უკვე ჩამოვიტანეთ 11 ხელოვნური სუნთქვის აპრატი და 35 საწოლი. შევხვდით ექიმების იმ ნაწილს, რომელიც აქ დასაქმდებიან. ჩვენ მოგვიწევს მუშაობა სამედიცინო პერსონალის მობილიზების საკითხზე. პროცესს კოორდინაციას ადგილზე სამინისტროს წარმომადგენელი გაუწევს. კლინიკის აღჭურვის პროცესი გაგრძელდება და ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, 200-მდე პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ. ვითვალისწინებთ ასევე იმ ფაქტს, რომ ჩვენ მივიღებთ პაციენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მათაც გავუწევთ სათანადო სამედიცინო მომსახურებას” , - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს