შვეიცარიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 235-ს მიაღწია. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ ერთ დღეში 38-ით მოიმატა.
ამასთან, ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ბოლო დღის მანძილზე 12 161-დან 13 213-მდე გაიზარდა.