ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 22 წლის ორსულის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქალი ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, რადგან მათთვის უცნობია, როგორ მიდის და ორსულში ვირუსი.

„რაც შეეხება 22 წლის ორსულს, მე თვითონ ვნახე, ქალბატონის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, ტემპერატურული რეაქცია არ გააჩნია, განმეორებითი კვლევებში არანაირი პათოლოგია არ ვლინდება. ეს ქალბატონი იმყოფება მეანებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვიცით ამ ეტაპზე არც ჩვენ, არც სამყარომ ორსულ ქალში როგორ მიდის და რა სტრატეგია აქვს ამ ვირუსს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ გართულების გარეშე გაეწერება ქალბატონი სახლში და მომავალში ჯანმრთელ შვილს გააჩენს”, - განაცხადა რატიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს