გიორგი გახარია - დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც

დღეს ქვეყანაში ეპიდემიაა, მსოფლიოში გლობალური გამოწვევა. დამატებითი ინვესტიციების თითოეული ლარი, ჩვენი მოქალაქეებისთვის დამატებით სამუშაო ადგილებს ნიშნავს. დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც. ვინმეს თუ რაიმე რესურსი აქვს და შეუძლია ანაკლიაში, ან კიდე სხვა მსხვილ პროექტში, იქნება ეს - ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, დამატებითი ინვესტირება, პირადადა მე გპირდებით, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გახარიას თქმითვე, ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია ადგილობრივი წარმოება შექმნას, რომელიც შეძლებს ყველა მიმართულებით იმპორტის ჩანაცვლებას, მთავრობა მაქსიმალურად გვერდით დაუდგება.

„ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ყველა მიმართულებით მპორტის ჩანაცვლებას, იქნება ეს სასურსათო პროგრამები, თუ ინდუსტრიული წარმოებები, თითოეულ მათგანს მე, პირადად, და მთავრობა დაუდგება გვერდში. გაითვალისწინეთ ერთი რამ, ფოთის პორტის განვითარება არის შეზღუდული, მაქსიმუმ, განვითარდეს, დაახლოებით, 6 მილიონი დამატებითი ტონით, ფიზიკურად იქ მეტი ადგილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც 100 მილიონ დამატებით ტონაზე იყო გათვლილი, არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და სტრატეგიული პროექტი. ამიტომ, ვისაც უნდა განავითაროს ანაკლია, მოიტანოს დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ მას გავუკეთებთ ყველაფერს. ფოთმა რა ვალდებულებაც აიღო -დამატებითი ტვირთების მოზიდვის და სიმძლავრეების შექმნა, უნდა განახორციელოს 2 წელში. ფოთის პორტის ვალდებულებაა, უახლოესი 2 წლის განმავლობაში 350 მილიონი დოლარის ინვესტირება და, მინიმუმ, მშენებლობის ეტაპზე 1500 სამუშაო ადგილის შექმნა. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, დავუდგები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ფორმით ამ თემაზე სასაუბროდ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა