ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის, მათ შორის მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილური, დამაკმაყოფილებელი და მართვადია. მისივე განმარტებით, ასევე სტაბილურია 62 წლის მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი გვყავს. რაც შეეეხება 62 წლის ქალბატონის მდგომარეობას, ამ ეტაპზე ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით, უარყოფითი დინამიკის გარეშეა. ასევე სტაბილურია და ამ ეტაპამდე არანაირი გართულება არ ვლინდება იმ ადამიანის შემთხვევაში, რომელსაც კლინიკაში დაუდასტურდა ინფიცირება. ერთადერთი მინდა გითხრათ, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, დამაკმაყოფილებელი და მართვადი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა