ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბათუმში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის შესახებ მიღებულ შეტყობინებაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება. მითითებულ მისამართზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე მისვლისთანავე განახორციელეს შენობაში მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია.

ცეცხლი გავრცელებული იყო სახლის სხვენის გადახურვაზე და არსებობდა მისი გავრცელების საფრთხეც, თუმცა სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ცეცხლის დროული შეკავება. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს