რუსეთი 30 მარტიდან ყველა საზღვარს ჩაკეტავს. აღნიშნულ ზომას ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართავს. ბრძანება მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იკეტება ყველა საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო და საფეხმავლო გზა, რომლითც ქვეყანაში მოხვედრაა შესაძლებელი. შეზღუდვები არ ეხება დიპლომატებსა და ტვირთის გადაზიდვებს.
ცნობისთვის, რუსეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 1264 შემთხვევაა დაფიქსირებული.