საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული

საქართველოში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსისგან 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დილის შემდეგ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და ამ დრომდე 85 დადასტურებული შემთხვევაა .

“ჩვენს შეთხვევაში სიახლე ის არის, რომ ერთ პაციენტზე დილით ჩატარებული განმეორებითი ტესტირებით პასუხი უარყოფითია. ანუ ერთი გამოჯანმრთლებული პაციენტი გვყავს.ჯერჯერობით, მას კლინიკა არ დატოვებია, მაგრამ ის ითვლება, როგორც გამოჯანმრთლებული . ესე იგი სულ, 16 პაციენტია გამოჯანმრთლებული. 15 - ჩვენს ცენტრში და 1 - საჩხერეში“ , - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა