მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 4 პირის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 4 პირის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა, უცვლელი სიტუაცია გვაქვს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ 80 წელს გადაცილებულ ქალს, როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, მათთან მიმართებითაც დღეს დილის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა.

„როგორც მოგახსენეთ, იმ ქალბატონთან მიმართებით მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა. კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. გამოსავალზე ჯერ ვერ ვილაპარაკებთ. ასე თუ გაგრძელდება და სტაბილიზაცია მივიღეთ, ამ სტაბილიზაციის დადგომის შემთხვევაში, შეიძლება ვილაპარაკოთ და ვიფიქროთ, რომ შესაძლოა გაუმჯობესება დადგეს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, სტაბილურია იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ახალი კორონავირუსის ინფექციით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ შეიყვანეს. როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, ამ პაციენტის შემთხვევაში კლინიკური მონაცემებით დაავადება არ პროგრესირებს.

„კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ, ორხრივი, მაგრამ მძიმე პნევმონია დასტურდება. სხვა კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით გართულების სხვა მონაცემები არ გვაქვს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, გუშინ კვლევა 14 პაციენტს ჩაუტარდა და განმეორებითი კვლევის დროს მხოლოდ ერთთან მიმართებით იყო სუსტი კონცენტრაციით დადებითი პასუხი, დანარჩენი უარყოფითი იყო. ამასთან, ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დილით, 5 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ხუთივეს პასუხი უარყოფითი იყო , დღეს საღამოს კი კვლევა 7 პაციენტზეა.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს