ლევან დავითაშვილი - ყველა ღონისძიება, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებშია შემოღებული,  მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თვითიზოლაცია, მოვახდინოთ დაავადების გავრცელების პრევენცია

„ყველა ღონისძიება, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ქვეყანაშია შემოღებული, მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თვითიზოლაცია, მოვახდინოთ დაავადების გავრცელების პრევენცია. ეს არის უმნიშვნელოვანესი, აუცილებელი პირობა, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს ახლობლებს ვაყენებთ საფრთხის წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას ვუქმნით დიდ პრობლემებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, დაემორჩილონ იმ წესებს, რომლებსაც საგანგებო პირობები ითვალისწინებს.

„ამავე დროს, მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა აქვს. ძალიან ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ ვერ გაართვა თავი ამ დაავადებასთან ბრძოლას, მხოლოდ იმის გამო, რომ მოქალაქეები კონსოლიდირებული არ იყვნენ, საზოგადოებამ სერიოზულად არ მიიღო და არ გაითვალისწინა დადგენილი მოთხოვნები და რეკომენდაციები”, - განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდება.

„ჩვენ განვიხილავთ უფრო მკაცრ ნაბიჯებსაც, იმისთვის, რომ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ყველას ინტერესშია. კონტაქტი არის ძალიან დიდი საფრთხე. ადამიანების კონტაქტი უნდა შეიზღუდოს, რომ არ მივიღოთ სავალალო შედეგები”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა