ამირან გამყრელიძე - 30 წელია ჯანდაცვას მოვყვები, სხვადასხვა მთავრობის დროს მიმუშავია და ყველაფერი ვიცი - პოლიტიკური გარჩევების დრო არაა

მე, 30 წელიწადი ჯანდაცვას მოვყვები, სხვადასხვა მთავრობის დროს მიმუშავია და ყველაფერი ვიცი, ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. მოგიწოდებთ, დღეს არ არის პოლიტიკური გარჩევების დრო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, როდესაც მისი მოადგილის, პაატა იმნაძის მიერ ოპონენტების მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„თქვენ, რომელიმეს პაატა იმნაძის პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარებათ? რომელიმეს, ამ ქვეყანაში, ვისაც საქმე, შეხება ჰქონია მედიცინასთან ბოლო 30 წლის განმავლობაში, პაატა იმნაძის ქვეყნის წინაშე დამსახურებაში ვინმეს შეიძლება იოტისოდენა ეჭვი შეეპაროს?! მე ვიცი, პაატა გაბრაზდა, იმიტომ რომ ამოუვიდა. ბოდიში, თმენის ვალდებულება ჩვენ ყველას გვაქვს, მაგრამ რაღაც არის, როცა შეიძლება... ის ადამიანები, ვინც პაატას აკრიტიკებენ დღეს და ასეთ კითხვებს უსვამდნენ, იცით, რომ მაგის დაჭერა უნდოდათ 2009 წელს?! ის ხალხი გამოდის დღეს. მე 30 წელიწადი ჯანდაცვას მოვყვები, სხვადასხვა მთავრობის დროს მიმუშავია და ყველაფერი ვიცი, ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. მოგიწოდებთ, დღეს არ არის პოლიტიკური გარჩევების დრო. ყველა ერთად ვიყოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სწრაფ ტესტებზე საუბრიასას ოპონეტების მისამართით შემდეგი განცხადება გააკეთა - „მე პოლიტიკოსი არ ვარ და სხვათა შორის, პოლიტიკაში მრევენ. თავი დამანებოს სულ ყველამ, იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ყველაფერს ვიტყვი. თავი დამანებონ, იმიტომ, რომ იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე... იქ, იმ ბანაკში ჭკვიანები ხომ არიან?! თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი, ვაფრთხილებ. დაეტიონ თავიანთ ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო