დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში კარანტინი არ გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის შტატში კარანტინი არ გამოაცხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ნიუ-იორკში, ისევე როგორც ნიუ-ჯერსსა და კონეკტიკუტში კარანტინის გამოცხადება „აუცილებელი არ იქნება“ და რომ ამის ნაცვლად აღნიშნულ შტატებში დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მოგზაურობისგან თავის შეკავების მკაცრი რეკომენდაცია გაიცემა.

ტრამპის მიერ აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და კონეკტიკუტის მოსახლეობას მომავალი 14 დღის განმავლობაში შიდა გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ცენტრის განმარტებით, შეზღუდვა არ შეეხებათ მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ის ნიუ-იორკში, ასევე ნიუ-ჯერსისა და კონეკტიკუტის გარკვეულ ნაწილში კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავდა.

პრეზიდენტის ეს განცხადება ნიუ-იორკის მერმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ შტატში კარანტინის გამოცხადება „უაზრო“ და „ანტი-ამერიკული“ ნაბიჯი იქნება. „ჩვენ გავხდებით უხანი, ჩინეთი. თქვენ მოახდენთ ფინანსური სექტორის პარალიზებას,“- განაცხადა ენდრიუ ქუომომ. მისივე თქმით, ნიუ-იორკში კარანტინის გამოცხადება საფონდო ბირჟას ისე დააზარალებს, რომ ამერიკის ეკონომიკის აღდგენას თვეები და წლებიც შეიძლება დასჭირდეს.

ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკში კორონავირუსის 52 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში კარანტინი არ გამოაცხადა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო