მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულია 142 000-ზე მეტი ადამიანი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 664 192-ს აღწევს, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი 30 000-ს გადააჭარბა.

Worldometers-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში - 123 774 ადამიანი, იტალიაში - 92 472, ჩინეთში - 81 439, ესპანეთში - 73 235 და გერმანიაში - 57 695 ადამიანი.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, 10 023 გარდაცვლილი ჰყავს იტალიას, 5 982 - ესპანეთს, 3 300 - ჩინეთს, 2 517 - ირანს, 2 314 საფრანგეთს და 2 229 - აშშ-ს.

გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 142 364-ია, ყველაზე მეტი - 75 448 -ინფიცირებული ჩინეთში გამოჯანმრთელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა