„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, სასტუმრო სრული მომსახურების პაკეტით უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკარანტინე მიზნებისთვის, სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების განსათავსებლად

სასტუმრო კომპლექსის მენეჯმენტი, დრიმლენდ ოაზისის შესაბამისი მომსახურების სტანდარტით და სამჯერადი კვებით სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს სამშობლოში დაბრუნებულ თითოეულ მოქალაქეს. მიუხედავად ტურზმის სექტორში არსებული რთული ფინანსური მდგომარეობისა ჩვენი 200 მუდმივი თანამშრომლიდან არც ერთი არ გაგვითავისუფლებია და ასევე არც ერთი არ გაგვიშვია უხელფასო შვებულებაში, რომლებიც თავის მხრივ მზად არიან თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობა პირნათლად შეასრულონ ქვეყნის წინაშე, რისთვისაც თითოეულ მათგანს ვაფასებთ და ვუხდით დიდ მადლობას.

კომპანია ასევე აგრძელებს დაწყებული დეველოპერული სამშენებლო პროექტების წარმოებას, რომლებიც დასრულებული იქნება საზაფხულო სეზონის დაწყებამდე და განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას მიმდინარე პროექტებში, სადაც დამატებით 300 ადამიანია დასაქმებული და იღებს სრულ კუთვნილ ხელფასს.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია