მარინა ეზუგბაია -  ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი მძიმე პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელია.

ეზუგბაიას თქმით, უნდა მოხდეს ამ პაციენტების ჯანმრთელობის სტაბილიზაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი პროგნოზებზე საუბარი.

„ის 2 კრიტიკული პაციენტი, რომელიც გვყავს, მათი მდგომარეობა უცვლელია ჯერჯერობით, უბრალოდ შედარებით მაღალი ასაკის, რომელიც 80 წელს გადაცილებულია თითქოს შეინიშნება სტაბილიზაცია და თუ ეს შეგვინარჩუნდა ძალიან კარგია, მაგრამ ამის თქმა, პროგნოზულად, გამოსავალზე საუბარი კატეგორიულად ვერ მოხდება. მეორე პაციენტის მდგომარეობა თითქოს დღეს დილისთვის მკვეთრად არ გაუარესებულა, იმედი გვაქვს, რომ თუ ასე შევინარჩუნებთ მის მდგომარეობას და დასტაბილურდება მერე ვილაპარაკოთ პროგნოზზე და გამოსავალზე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა