ლალი ტურძელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პერიოდულად უფიქსირდება 37 გრადუსი ტემპერატურა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მე-15 პაციენტს, რომელიც კლინიკაში ბოლნისიდან ჩამოიყვანეს, ორმხრივი პნევმონია აქვს.

ტურძელაძემ ასევე ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას პერიოდულად დაბალი ტემპერატურა უფიქსირდება, სხვა ჩივილები კი არ აქვს.

„რაც შეეხება მე-15 პაციენტს, რომელიც ჩვენთან ჩამოყვანილია ბოლნისიდან, მას აქვს ორმხრივი პნევმონია, კომპიუტერულ ტომოგრამაზე დადასტურებული. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ არის პალატაში და ჯერჯერობით არ არის კრიტიკული მედიცინის ცენტრში.

ორსულის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მას ამჟამად ჩივილები არ აქვს, პერიოდულად უფიქსირდება 37 გრადუსი ტემპერატურა“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა