გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დავით ბარლიანის განცხადებით, ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები კორონავირუსით დაინფიცირებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებულთა უმრავლესობა ქალია.

„დარწმუნებული ვართ, რომ თვითიზოლაციაში იყვნენ. ეს ყველაფერი დადგენილი და გამოკვლეულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ კონტაქტები რომელიმე სხვა სამხედრო ქვედანაყოფებთან არ ყოფილა. ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, რომ პანიკის საფუძველი გვქონდეს, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ძირითადად, მანდილოსნები არიან დასუფთავების სამსახურის ოფისიდან“,-აცხადებს დავით ბარლიანი.

ცნობისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ ეტაპზე კორონავურუსით ინფიცირებული 9 პაციენტი მკურნალობს. როგორც გორის ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აქედან 6 თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. მისივე თქმით, მათგან ორს პნევმონია უფიქსირდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა