არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში მიესალმება საამიროების კომპანიის გადაწყვეტილებას სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ

2020 წლის 26 მარტს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ საქართველოში, რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანომ, რომელიც სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს" ფლობს, მთლიანი სასტუმრო, 200 ნომრით საქართველოს მთავრობას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმო, რაც ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინებაა.

ამასთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი თბილისში, ისა ალ ბაშა ალ ნოაიმი აფასებს რა რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს ინიციატივას, აცხადებს:

”ჩვენ ვამაყობთ "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის" ამ ჰუმანიტარული ინიციატივით, რომელიც სოლიდარობის არაჩვეულებრივი გამოვლინებაა მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ და სიხარულს გვანიჭებს ის ფაქტი, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი წარმატებული საინვესტიციო პროექტი საქართველოში საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე. მსგავსი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მძლავრ საფუძველს, რომელიც ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას უდევს საფუძვლად სხვადასხვა, მათ შორის, სოციალური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ასპექტებში, რაც ამ ორი მეგობარი ქვეყნის ხელისუფალთა შორსმჭვრეტელობის შედეგია. უფალს ვთხოვთ დაიცვას და დაიფაროს ყოველი ჩვენგანი.”

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა