რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსზე ტესტი დღეს 17 პაციენტს ჩაუტარდება

გუშინ 7 ტესტი გაკეთდა და ყველა ნეგატიური იყო. დღეს კიდევ 17 პაციენტი ელოდება ტესტირებას.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში 46 პაციენტია დაკვირვების ქვეშ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ კორონავირუსზე 7 პაციენტს ჩაუტარდა ტესტი და ყველა მათგანი უარყოფითი იყო.

ამასთან, გოფოძის თქმით, ტესტირებას კიდევ 17 პაციენტი ელოდება და მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

„ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 46 პაციენტია, მათგან ჯერჯერობით არ გვყავს გატესტილი COVID ინფიცირებული. გუშინ 7 ტესტი გაკეთდა და ყველა ნეგატიური იყო. დღეს კიდევ 17 პაციენტი ელოდება ტესტირებას. მათ დღეს გაუკეთდებათ ტესტირება და ხვალ დილით პასუხებს მოგახსენებთ. აქედან, ორი პაციენტი ჩვენთან სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. ამ შემთხვევაში, გულმკერდის არეში ტკივილი იყო წამყვანი და ახლა ჩვენი კარდიოლოგები მუშაობენ. რაც შეეხება იმ პაციენტს, რომელიც ჩვენთან რეანიმაციულ განყოფილებაში არის, მოგეხსენებათ, COVID უარყოფითი, მაგრამ მძიმე პაციენტია. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. შოკიდან გამოვიდა და გეგმის მიხედვით მკურნალობა გრძელდება“,-აცხადებს გოფოძე.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა