დავით ზალკალიანი - მადლიერებას გამოვხატავთ აშშ-ის იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერის გამო, რომელსაც  საქართველოს COVID-19-თან გასამკლავებლად გაუწევს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "ტვიტერის" გვერდზე საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 1,1 მლნ დოლარის გამოყოფის ფაქტს ეხმაურება და მხარდაჭერისთის მადლობას უხდის ამერიკის მთავრობას.

„მადლიერებას გამოვხატავთ ამერიკის შეერთებული შტატების იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერის გამო, რომელსაც ის საქართველოს COVID-19-თან გასამკლავებლად გაუწევს. საქართველოს ჯანდაცვის სექტორისა და მასთან დაკავშირებული პროგრამებისთვის აშშ-ის დახმარება ჩვენს შორის არსებული პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი ნიშნულია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - წერს დავით ზალკალიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო