ირაკლი ჩიქოვანი - სამეგრელოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება, რეგიონის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში დამატებითი ბლოკ-პოსტები დადგება

სამეგრელოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში მუნიციპალიტეტების შესასვლელებში ბლოკ-პოსტები განთავსდება და პატრული მანქანების გადაადგილებას გააკონტროლებს.

„სამეგრელოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არის მოქმედი.

დადგება დამატებითი ბლოკ-პოსტები რეგიონის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში, რაც ნიშნავს იმას რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ მანქანების გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება. ანუ ერთ ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნაა დასაშვები - მძღოლი და ორი პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ამიტომ პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელ რეგიონში, რათა ეს წესი იყოს დაცული“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

იხილეთ ვიდეო: სამეგრელოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო