ათონის მთის მონაზონი კორონავირუსით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მონასტერი კი მომლოცველებისთვის დაიხურა

ათონის მთის მონაზონი, რომელიც კორონავირუსით დაავადდა, სალონიკის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით orthodoxtimes.com იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ათონის მონასტერში მცხოვრები მონაზონი, დელეგაციასთან ერთად, ინგლისში იმყოფებოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმავე მონასტრის სხვა მონაზვნებსაც იგივე სიმპტომები აღენიშნებათ, რომლებიც ამ დროისთვის საკუთარ კელიებში კარანტინში რჩებიან.

ეს არის პირველი დარეგისტრირებული შემთხვევა, როდესაც ათონის მთა კორონავირუსის გამო მომლოცველებისთვის დაიხურა.

იხილეთ ვიდეო: ათონის მთის მონაზონი კორონავირუსით საავადმყოფოში გადაიყვანეს - მონასტერი მომლოცველებისთვის დაიხურა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს