ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტრომ ჩინეთიდან შეტანილი 1.3 მილიონი სამედიცინო ნიღაბი უკან გაიწვია

ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოებიდან ყველა პირბადე გაიწვია, რომლებიც ქვეყანამ ჩინური კომპანიისგან შეიძინა. მიზეზი პროდუქციის არასაიმედო ხარისხია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. არსებული ინფორმაციით, ქვეყანამ ჩინელი მწარმოებლისგან FFP2 ტიპის 1.3 მილიონი ნიღაბი შეიძინა მედიკოსებისთვის, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულ ავადმყოფებს მკურნალობენ. პროდუქციის პირველი პარტია 600 000 ცალს შეადგენდა.

აღმოჩნდა, რომ ნიღბები უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს - მჭიდროდ არ ეკვრის სახეს და ყველა მემბრანა და ფილტრი არ ფუნქციონირებს სათანადო სახით. ამ დროისთვის უცნობია აღნიშნული სამედიცინო ნიღბების მწარმოებელი.

ჯანდაცვის სამინისტროში არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, გამოიყენეს თუ არა მედიკოსებმა ამ პარტიიდან შეტანილი ნიღბები. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა საავადმყოფომ მანამდე თქვა უარი მათ გამოყენებაზე, ვიდრე ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა