​თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ სამი პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტირებას ელოდებიან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსის შესახებ მოსული ყველა ტესტი უარყოფითია. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად კლინიკაში 15 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, რატიანის თქმით, ორი პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას აგრძელებს.

"დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან ყველა ტესტი უარყოფითი მოვიდა, რაც საბედნიეროა. ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არანაირი ცვლილება არ ხდება, დინამიკის გარეშეა. მოგეხსენებათ, რომ ორი პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას აგრძელებს, მათთან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება ხორციელდება. დანარჩენი პაციენტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან. სამი მათგანის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტირებას ველოდებით", - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია.

იხილეთ ვიდეო: თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე კრიტიკული პაციენტი იმყოფება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა