თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან 10 საეჭვო შემთხვევის ნიმუში ლაბორატორიაში გაიგზავნა

ჩატარებული სკრინინგის საფუძველზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირებიდან, დამატებით, 10 საეჭვო შემთხვევაზე ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. აღნიშნული ნიმუშების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

თავდაცვის სამინისტროს ქვემდებარე სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი რჩება, რომელთაგან 6 ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, მათგან ორს პნევმონია აღენიშნება. დანარჩენი 3 ინფიცირებულიდან კი, ერთის - 61 წლის პაციენტის მდგომარეობა მეტად საყურადღებოა.

ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 41 ადამიანი, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში კი, რამდენიმე ათეული პირი თვითიზოლაციის რეჟიმშია, თუმცა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და თვითიზოლაციის წესების დარღვევის ათზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. თითოეული დამრღვევი პირი 3000 ლარით დაჯარიმდა. საჯარიმო სანქციის პარალელურად, თვითიზოლაციის წესის დამრღვევები იძულების წესით გადაიყვანეს კარანტინში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა