სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც ქვეყნის 54 მოქალაქე იმყოფება, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან დააბრუნეს

სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც საქართველოს 54 მოქალაქე იმყოფება, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან, სტამბოლში დააბრუნეს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მიზეზი დოკუმენტის არქონა გახდა, რის გამოც, ავტობუსს პოლიციამ გადაადგილების უფლება არ მისცა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა აღნიშნა, პოლიციამ მძღოლებისგან გადაადგილების ნებართვის დოკუმენტი ითხოვა, რომელიც მძღოლებს არ ჰქონდათ.

„დაახლოებით, 2 საათის წინ გამოვედით სტამბოლიდან. გაგვაჩერა პოლიციამ და გვითხრეს, რომ გადაადგილების ნებართვა არ გვაქვს. ახლა უკან გვაბრუნებენ, პოლიციის ესკორტი მოგვყვება. მძღოლებს დოკუმენტი მოსთხოვეს, რაც არ ჰქონდათ. როგორც ამბობენ, ამ დოკუმენტს აქამდე არ ითხოვდნენ და დღეს პირველად მოითხოვეს. სტამბოლში გვაბრუნებენ, მაგრამ იმის გამო, რომ დოკუმენტს დღეს ვერ ავიღებთ, მთელი ღამით ავტობუსში გათენება მოგვიწევს. თქვენთან კომუნიკაციის შემდეგ დამირეკეს საკონსულოდან და შემოგვთავაზეს, რომ ბილეთები სხვა ავტობუსზე ვიყიდოთ ან ამავე ავტობუსით წამოვიდეთ, მაგრამ დოკუმენტის აღებას დაველოდოთ. თუ ბილეთებს თავიდან ვიყიდით ეს თითოეულ მგზავრს დამატებით 50 დოლარი დაგვიჯდება, რაც ჩვენთვის ზედმეტი და გაუთვალისწინებელი ხარჯია. მით უმეტეს, მე შვილთან ერთად მოვემგზავრები, რაც ჩემთვის ამ ხარჯს აორმაგებს. რა უნდა ვქნათ ამაღამ სტამბოლში, არ ვიცით“, - განუცხადა ლალი ხარხელმა „ინტერპრესნიუსს“.

„ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ქართულ ტურისტულ კომპანიას პრობლემა თურქეთში დაწესებული შიდა გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე შეექმნა. თუმცა, საგარეო უწყების ინფორმაციით, მგზავრებს სტამბოლიდან წამოსვლა ხვალ შეეძლებათ.

„საკონსულო სამსახურს ჰქონდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან. თურქეთში, როგორც ცნობილია, შეზღუდულია შიდა გადაადგილება და სატრანსპორტო საშუალებას ესაჭიროება ყოველ ჯერზე შესაბამისი ნებართვის აღება. სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეების გადმოყვანის უფლება მინიჭებული აქვს ერთ ტურისტულ კომპანიას, რომელსაც ამჯერად არ ჰქონდა აღებული გადაადგილების ერთჯერადი ნებართვა, შესაბამისად, არ მიეცა გადაადგილების საშუალება. აღნიშნულ ნებართვას კომპანია აიღებს ხვალ და მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში ექნებათ გამომგზავრების უფლება“, - უთხრეს „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს