უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 418-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 9 ადამიანი

უკრაინაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 109 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად და ინფიცირებულთა რიცხვი 418-მდე გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ვირუსით გარდაცვლილია 9 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა კიევის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ოლეგ მიშჩენკო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა