დონალდ ტრამპი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს აპრილის ბოლომე ახანგრძლივებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების 30 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

„სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, პიკს ორ კვირაში მიაღწევს. ამიტომ გაიდლაინებს ვახანგრძლივებთ, არაფერი იქნება იმაზე უარესი, ვიდრე გამოაცხადო გამარჯვება მანამ, სანამ ამ გამარჯვებას მიაღწევ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა აშშ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომები, მათ შორის სოციალური დისტანცირება, ვირუსზე გამარჯვვების გზაა. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სოციალური დისტანცირების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ „თუკი ამ ყველაფერს არ განვახორციელებდით, შესაძლო იყო, 2,2 მილიონი ადამიანი დაღუპულიყო, ახლა კი გაცილებით მცირე რიცხვი გვექნება.“

„რაც უფრო კარგად იმოქმედებთ, მით უფრო მალე დამთავრდება ეს კოშმარი,“ - მიმართა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა, ქვეყანა აღდგომამდე, ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე გახსნილიყო და ჩვეულ რეჟიმს დაბრუნებოდა. პრეზიდენტის ამ განცხადებას ქვეყნის შიგნით მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 141 000 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 2 460-ია.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს აპრილის ბოლომე ახანგრძლივებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა