პლასიდო დომინგო კორონავირუსთან დაკავშირებული გართულებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი ესპანელი ტენორი პლასიდო დომინგო Covid-19-თან დაკავშირებული გართულებების გამო მექსიკის ქალაქ აკაპულკოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.

„ის თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას ექვემდებარება,“- განაცხადა პლასიდო დომინგოს პრეს-სპიკერმა.

შეგახსენებთ, 79 წლის ოპერის მომღერალს კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდგინდა, ამის შესახებ ესპანელმა ტენორმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. დომინგოს ინფორმაციით, ის და მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ექიმები განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. ოპერის მომღერალმა ყველას მოუწოდა, ძალიან ფრთხილად ყოფილიყვნენ და აუცილებლად დარჩენილიყვნენ სახლებში.

იხილეთ ვიდეო: პლასიდო დომინგო კორონავირუსთან დაკავშირებული გართულებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო