IDC-ის ფსიქოთერაპევტები და ფსიქოკონსულტანტები მზად არიან  ნებისმიერ მსურველს ონლაინ რეჟიმში დახმარება აღმოუჩინონ

ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი IDC-ის ფსიქოთერაპევტები და ფსიქოკონსულტანტები მზად არიან ნებისმიერ მსურველს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში დახმარება აღმოუჩინონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, ინიციატივა „ერთმანეთისთვის” მოიცავს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის, მათი ახლობლებისა და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სტრესს განიცდიან.

"COVID 19-ის გავრცელებამ მსოფლიოსთან ერთად ჩვენი ყოველდღიურობაც შეცვალა, რამაც ჩვენი ღირებულებების, სურვილებისა თუ მოთხოვნილებების გადაფასება გამოიწვია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უმოკლეს დროში სერიოზული ტრანსფორმაცია განვიცადეთ და სულაც არ არის გასაკვირი ის ემოციები - შიში, დარდი, შფოთვა, რასაც დღეს ბევრი ჩვენგანი განიცდის. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ პანიკას მოსდევს სტრესი. სტრესი, რომელიც იმუნიტეტს აქვეითებს და შესაბამისად, დაავადების რისკსაც ზრდის.

პოზიტიური ფსიქოთერაპიული მიდგომა აერთიანებს სხვადასხვა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც სტრესული სიტუაციების გამკლავებისა და ჩვენთვის სასიკეთოდ გამოყენების საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

IDC გთავაზობთ ონლაინ მხარდაჭერის პროგრამას „ერთმანეთისთვის” იმისათვის, რომ ერთად ვიყოთ, ერთად განვვითარდეთ, ერთად გავძლიერდეთ, ერთად შევძლოთ და ერთად გავიმარჯვოთ ერთმანეთისთვის.

პროგრამა მოიცავს ლექციებს, მასტერკლასებს, ჯგუფურ მუშაობასა და იდივიდუალურ ფსიქოკონსულტირებას ანაზღაურების გარეშე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)