„ტვიტერმა“ კორონავირუსთან დაკავშირებით ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებები წაშალა

„ტვიტერმა“ ბრაზილიის პრეზიდენტის, ჯაირ ბოლსონეროს ტვიტები წაშალა. ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ქვეყნის ლიდერმა გაავრცელა, ის აცხადებს, რომ თუ ქვეყნის 60-70% დაინფიცირდება კორონავირუსით, მაშინ მოსახლეობას იმუნიტეტი ექნება. მეორე განცხადების დროს კი ბოლსონერომ ხალხს მოუწოდა „ნორმალურობას დაუბრუნდნენ“.

ბოლსონერომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში კარანტინის დაწესება არაერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, „ვირუსით ზოგიერთი ადამიანი მოკვდება და ეს ნორმალურია, რადგან ასეთია ცხოვრება“.

ერთ-ერთი ბოლო გამოსვლის დროს კი მან აღნიშნა, რომ ვერ გაუგია რატომ არ უნდა დადიოდნენ ბავშვები სკოლაში, მაშინ როცა კორონავირუსი საფრთხეს მოხუცებისთვის წარმოადგენს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს